სამართალი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს

1-ax-advokat-sam-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაინტერესდეს. ორგანიზაცია მოითხოვს, პრემიერი, წინამორბედის მსგავსად, დაინტერესდეს, ჯარისკაცების მოწამვლის საქმეებს კვლავ რატომ ადევს გრიფი „საიდუმლო“. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაინტერესდეს, მთავრობის კაბინეტის წევრის ირაკლი ალასანიას სამინისტროში ხდება თუ არა სახელმწიფო ტენდერების მოგება შერჩევითი პრინციპით.

ცნობისთის: ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართ, რომ დროულად ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილებები სფეროში არსებული საკადრო, საორგანიზაციო და სისტემური პრობლემების დარეგულირებისთვის, თუმცა სამინისტრომ ორგანიზაციას ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში თანამშრომლობაზე უარი განუცხადა.

ორგანიზაცია მოითხოვს, დაჩქარდეს გამოძიება და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას როგორც ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევებზე, ასევე უწყებაში სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობის თაობაზე.