სამართალი
ზურაბ აბაშიძე: „ოლიმპიური თამაშების პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები“

1zurab-abashidze-sam-2საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორის ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, რუსეთმა საქართველოს შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით სოჭში ტერაქტების თავიდან აცილება შეძლო.

“რამდენიმე მიმართულებით იყო ჩვენი ძალისხმევა მიმართული ამ უსაფრთხოების ფორმატში. ერთი ის, რომ ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი მუდმივ კონტაქტში იყო ორგანიზატორებთან, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. მეორე ელემენტი ის გახლავთ, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან სპეციალურად მიავლინა სოჭში საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ჯგუფს და ასევე მუდმივად კონტაქტში იყვნენ ორგანიზატორებთან. მესამე - ოლიმპიური თამაშების პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სასაზღვრო ტერიტორიაზე, რეგიონებში, გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები”,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.