სამართალი
ფიქრია ჩიხრაძე: „მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება“

1kaxa-pravo-1საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. “თავისუფალი საქართველოსა” და “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაასახელა.

მიუხედავ ბევრი მცდელობისა, ბევრი არჩევნებისა, ბევრი პოლიტიკური პერიპეტიისა, მაინც ვერ მოხერხდა საქართველოში რეალური მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება. კვლავაც და კვლავაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის არის მცდელობა, რომ განაწილდეს მთელი პოლიტიკური ველი, რაც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

სწორედ ამ ვითარებაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატი იქნება კახა კუკავა, “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე. კანდიდატი, რომლის თაობაზეც ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი არასაპარლამენტო ოპოზიციაში”, - განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძემ.