სამართალი
ნუგზარ წიკლაური: "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს სათქმელი ამომრჩევლისათვის, გარდა საკუთარი პარტიული აქტივისტების შეიარაღებისა სასტვენებით, ცოცხებით და კვერცხებით

1nugzar-sam-2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან, ზეწოლის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ დღეს მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ საქართველოს 5 ქალაქში "ქართული ოცნების" მხრიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ორგანიზებულმა თავდასხმებმა ყველასათვის ცხადი გახადა, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი არ აქვს სათქმელი  ამომრჩევლისათვის, გარდა საკუთარი პარტიული აქტივისტების მობილიზებისა და მათი შეიარაღებისა სასტვენებით, ცოცხებით და კვერცხებით. 
"ქართული ოცნების" სიტყვა და საქმე, დაპირებული და შესრულებული, კატასტროფულად დასცილდა დღეს ერთმანეთს, ხოლო ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები უკვე სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ამ ვითარებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. საარჩევნო კამპანიას ვხსნით ზუგდიდში 12 აპრილს",
- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც მოუწოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ თავყრილობაში და დაანახონ ხელისუფლებას, რომ ხალხი არ შეეგუება სტაგნაციას და უპერსპექტივობას საქართველოში.