სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ და “ახალი მემარჯვენეები“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვქმნით საარჩევნო ბლოკს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“

1arasaparlamento-samart-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი.
საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ განცხადება
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება კახა კუკავა.
ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ რეალური მრავალპარტიულობა და დავასრულოთ კოაბიტაციის  მახინჯი პროცესი, როდესაც ხელოვნურად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მითვისებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება ძალუძს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც ბოლოდროინდელ დებატებზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ხელისუფლებებს ცვლიან მისივე წიაღიდან გამოყოფილი ყოფილი ჩინოვნიკები და შედეგიც სახეზეა. ჩვენი ბლოკი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალთა ერთობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი დღიდან აპროტესტებდა „ნაციონალური მოძრაობის“ არადემოკრატიულ და დანაშაულებრივ ქმედებებს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობას და 7 ნოემბერს, 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებს და სხვა დანაშაულებს.

ბლოკის გაფართოების მიზნით ვაგრძელებთ კონსულტაციებს დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენი კარი ღიაა ყველა ორგანიზაციისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისათვის, რადგან  ჩვენ  ვთავაზობთ პარტნიორ პარტიებს პარიტეტის პრინციპს და არა თვითლიკვიდაციას ან გამოსყიდვას.

„ახალი მემარჯვენეები“  - ფიქრია ჩიხრაძე
„თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა