სამართალი
რას ფლობენ სინამდვილეში პუტინი და მისი თანამშრომლები, რამდენი გამოიმუშავეს მათ 2013 წელს, ანუ რისი გაკეთება არ აწყენდათ საქართველოშიც

1nasamomdele-sam-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანებულება №613-ის შესაბამისად (იხ.ფოტო ქვემოთ), რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშნული პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების, რუსეთის უშიშროების საბჭოს აპარატის მუშაკების, აგრეთვე მათი ოჯახების შემოსავლის, გასავლის, ქონებისა და ქონებრივი ხასიათის ვალდებულებების შესახებ (მთლიანად ინფორმაცია ნახეთ აქ).

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვ.ვ. პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, 2013 წლის განმავლობაში გამოიმუშავა 3 მილიონ 672 ათას 208 რუბლი (დოლარებში 2014 წლის 13 აპრილის მდგომარეობით - 103 000 დოლარზე ოდნავ მეტი), თუმცა 2012 წელს მისი შემოსავალი მეტი იყო - 5,79 მლნ. რუბლი. 2013 და 2012 წლების შემოსავალში განსხვავება პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმით ახსნა, რომ შარშან, შარშანწინდელისაგან განსხვავებით, პუტინს არ მიუღია კომპენსაცია გამოუყენებელი შვებულებისათვის.

აგრეთვე, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მფლობელობაშია 77 კვ.მ. ფართობის ბინა, 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 18 კვ.მ. ავტოფარეხი, მას უვადო მფლობელობაში აქვს კიდევ ერთი ბინა - 153,7 კვ.მ., და 18 კვ.მ. ავტოფარეხის ადგილი.

ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ეკუთვნის ორი რარიტეტული “ვოლგა” - გაზ М21 და გაზ М21Р, მაღალი გამავლობის ავტომობილი “ნივა” და ავტომისაბმელი “სკიფი”.

1nasamomdele-sam-1