საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანებულება №613-ის შესაბამისად (იხ.ფოტო ქვემოთ), რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშნული პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების, რუსეთის უშიშროების საბჭოს აპარატის მუშაკების, აგრეთვე მათი ოჯახების შემოსავლის, გასავლის, ქონებისა და ქონებრივი ხასიათის ვალდებულებების შესახებ (მთლიანად ინფორმაცია ნახეთ აქ).
აგრეთვე, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მფლობელობაშია 77 კვ.მ. ფართობის ბინა, 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 18 კვ.მ. ავტოფარეხი, მას უვადო მფლობელობაში აქვს კიდევ ერთი ბინა - 153,7 კვ.მ., და 18 კვ.მ. ავტოფარეხის ადგილი.
ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ეკუთვნის ორი რარიტეტული “ვოლგა” - გაზ М21 და გაზ М21Р, მაღალი გამავლობის ავტომობილი “ნივა” და ავტომისაბმელი “სკიფი”.
![]() |