სამართალი
2008-2013 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე 3 583 355 ლარი გაიცა

samart-1საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ.

კვლევამ გამოავლინა, რომ 2008-2013 წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე და დეპარტამენტის უფროსებზე ხელფასის, პრემიის და დანამატის სახით გაიცა 3 583 355 ლარი, საიდანაც ხელზე გაცემულია 2 866 684 ლარი. ხელფასების ოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2008 წელს ანაზღაურებამ შეადგინა 451 585,14 ლარი, საიდანაც ხელზე (საშემოსავლოს გარეშე) გაცემულია 361 268,11 ლარი; 2009 წელს - 588 811,89 ლარი, მათ შორის ხელზე - 471 049,51 ლარი; 2010 წელს - 607 508,01 ლარი, ხელზე - 486 006,41 ლარი; 2011 წელს - 717 784,21 ლარი, ხელზე - 574 227,37 ლარი; 2012 წელს - 642 021,46, ხელზე - 513 617,17 ლარი; 2013 წელს - 575 644,29 ლარი, ხელზე - 460 515,43 ლარი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელფასების, პრემიების და დანამატების ანალიზმა გამოკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომლებსაც დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.hlf.ge.