სამართალი
პუტინი: “საპრეზიდენტო მარათონის ლიდერი დღეს ბატონი პოროშენკოა. მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი - რუსეთშია. ის ჩვენთან კამფეტებს და კარამელს აწარმოებს. ქალბატონ ტიმოშენკოს პირადად კარგად ვიცნობ, მან მოაწერა ხელი ცნობილ გაზის კონტრაქტებს...”

prav-1-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

მოსკოვის ოლქიდან ალექსანდრე ჟაბინსკის  შეკითხვას “უკრაინის ხელისუფლებასთან, ლეგიტიმურთან თუ არც ისე, მაინც მოგვიწევს მოლაპარაკება. იქნებ დრო არ დაგვეკარგა და საპრეზიდენტო მარათონის ყველა პოტენციურ გამარჯვებულთან დიალოგი დაგვეწყო?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ მართლაც არალეგიტიმურად მიგვაჩნია, მათ არა აქვთ საერთო-ეროვნული მანდატი ქვეყნის მართვაზე, და ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ამასთან, ჩვენ უარს არ ვამბობთ კონტაქტებზე, ვისთანაც უნდა იყოს, მინისტრების დონეზე კონტაქტები გახსნილია დ ჩვენს მინისტრებს ურთიერთობა აქვთ უკრაინელ კოლეგებთან. დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევი იაცენიუკს ელაპარაკა. ნარიშკინი ტურჩინოვს ესაუბრა, მათაც აქვთ კონტაქტი.

ეს რაღა ლეგიტიმური არჩევნებია, თუკი კანდიდატებს აღმოსავლეთიდან გამუდმებით სცემენ, რაღაც მელანს ასხამენ და ასე შემდეგ, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე არ უშვებენ? ეს რა საარჩევნო კამპანიაა? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინის კონსტიტუციით, ახალი არჩევნების ჩატარება, მოქმედი, იურიდიულად მოქმედი პრეზიდენტი იანუკოვიჩის არსებობისას, უბრალოდ შეუძლებელია. ესე იგი, თუკი გვინდა, თუკი მათ უნდათ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყოს, ალბათ, რაღაცნაირად საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა...

საპრეზიდენტო მარათონის ლიდერი დღეს ბატონი პოროშენკოა. მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი - რუსეთშია. ის ჩვენთან კამფეტებს და კარამელს აწარმოებს. ქალბატონ ტიმოშენკოს პირადად კარგად ვიცნობ. მართალია, ის მოუწოდებს იქ “რუსები ატომური იარაღით დახვრიტონ”, ვფიქრობ, ეს უფრო რაღაც ემოციური ჩავარდნის დროს გაკეთდა. სხვათაშორის,  მან მოაწერა ხელი ცნობილ გაზის კონტრაქტებს, რომელთა შესრულებაზე დღეს მისივე თანაპარტიელები და ხელმოწერის მონაწილეები უარს ამბობენ”.