სამართალი
პუტინი: “იმიტომ, რომ სულ გაგიჟდნენ: ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ზარბაზნებს ეზიდებიან. ვის წინააღმდეგ? საერთოდ გამოთაყვანდნენ თუ როგორ არის? ზალპური ცეცხლის სისტემა, საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ, ”სუშკები” დაფრინავენ. სულ გააფრინეს?”

prav-2-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, თქვა:

“ახლა გვესმის მოწოდებები, რომ ადამიანებმა სამხრეთ-აღმოსავლეთში იარაღი დაყარონ, მაგრამ მე ვეუბნები ჩემს პარტნიორებს: “ეს სწორი, შესანიშნავი მოწოდებაა, მაგრამ მაშინ არმია სამოქალაქო მოსახლეობას მოაცილეთ”. იმიტომ, რომ სულ გაგიჟდნენ: ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს (ტელევიზორის ეკრანს ვუყურებ), ზარბაზნებს ეზიდებიან. ვის წინააღმდეგ? საერთოდ გამოთაყვანდნენ თუ როგორ არის? ზალპური ცეცხლის სისტემა, საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ, ”სუშკები” დაფრინავენ. სულ გააფრინეს? და მერე კიდევ რა? მოდიან ნაციონალისტთა შეიარაღებული რაზმები. კეთილი, აღმოსავლეთში განიარაღდებიან, კეთილი, ვივარაუდოთ, რომ არმიაც კი უკან დაიხევს, ნაციონალისტთა რაზმები აქამდე რატომ არ განაიარაღეს? მერე კი იტყვიან, რომ ჩვენ ამას ვერაფერს ვუხერხებთ.

როგორ შეიძლება აიძულო ადამიანები აღმოსავლეთში, იარაღი დაყარონ, მითუმეტეს, რომ მათ მხარეს გადადიან “ბერკუტის” მებრძოლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ზოგიერთი სამხედრო ფორმირებაც კი. საკითხის გადაჭრა ეს არ არის. საკითხი უნდა გადაიჭრას კომპრომისების და ამ ადამიანთა კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის ძიების გზაზე... საჭიროა მოლაპარაკება იმათთან, ვინც ახლა კიევში საკუთარ თავს ხელისუფლებად მიიჩნევს. ისინი საღი აზრიდან და რეალიებიდან უნდა გამოვიდნენ”.