სამართალი
ახალი კანონპროექტი: „ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა ფორმით უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით, ხოლო პირთა ჯგუფი - 8 წლამდე პატიმრობით“

zakonoproekt-sam-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, პარლამენტის წევრმა გიორგი ბარამიძემ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმად ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა ფორმით უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცი ფაქტს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით. იგივე დანაშაული, ჩადენილი  პირთა ჯგუფის მიერ, დაისჯება 8-წლიანი პატიმრობით“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის შეუდგებიან დეპუტატები ბარამიძის კანონპროექტის განხილვას. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ სიტუაცია არც ისე კომფორტულია. ერთი მხრივ, კანონპროექტზე მსჯელობის დაწყება გარდუვალად ნიშნავს საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას, ამგვარი კანონის მიღებამ კი შესაძლოა ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებები გამოიწვიოს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, რომლის დებულებების თანახმად, ნებისმიერმა უცხოელმა, რომელიც აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შევა, შეიძლება 4 წლით ამოჰყოს თავი ციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ახალ კანონპროექტში „ოკუპაციის არაღიარებისათვის“ პასუხისმგებლობის შესახებ არ არის დაზუსტებული, ეხება თუ არა ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. თეორიულად სავსებით შესაძლებელია ის ფართოდ იქნეს გაგებული - ყველა უცხოელის მიმართ, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში, ერთხელ მაინც უარყვეს „რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია“, და თუ ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ, 6-8 წლით ციხეში მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ.