ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი რალფ პიტერსი: „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყველაზე ძლიერი, ეფექტიანი და თვალსაჩინო პოლიტიკოსია საერთაშორისო არენაზე“
საქართველო, 23 აპრილი,
საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, თავისი ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, შორსმჭვრეტელია, განაცხადა ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა
რალფ პიტერსმა Fox News-ის ეთერში. პიტერსის აზრით, ჟენევის ამასწინანდელი შეთანხმება პუტინისთვის გამარჯვება იყო, აშშ-ის პრეზიდენტისათვის კი - მარცხი.
პიტერსის აზრით, ობამას რუსეთის პრეზიდენტის ზოგიერთი თვისება აკლია - ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ფიქრის უნარი და შორსმჭვრეტელობა.
„ხანგრძლივვადიანი პერსპექტივის წინასწარ ჭვრეტა პუტინს უზარმაზარ ძალას აძლევს“, - ამბობს ანალიტიკოსი.