საზოგადოება
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათ დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და შემდგომი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი მედიის თავისუფლების საკითხებსაც შეეხო. შეხვედრაზე ყურადღება რეგიონულ საკითხებზეც გაამახვილეს, კერძოდ, აღინიშნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, რუსეთის პოლიტიკის გავლენა და რეგიონში პოზიტიური მაგალითის სახით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიული კონსოლიდაციის გაღრმავების, პოლიტიკური სტაბილურობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული მმართველობის ნდობის ამაღლების ჭრილში.