სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის კოლეგას, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა

CikaiZe-samart-3საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ისრაელსა და საქართველოს შორის ახლახან დაწესებულ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.

ალექსანდრე ჭიკაიძემ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეებმა ასევე დაადასტურეს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საარი საქართველოს პრემიერ მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.