აქტუალური
"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერს კარგავს

1nomeriსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერ 5 -ს კარგავს. განცხადებას ამასთან დაკავშირებით  პარტია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან კონსერვატიული პარტია", წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია ღებულობდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში. "ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. კამპანიის დასაწყისიდანვე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არაერთ ხელიშეშლასა და ბარიერს აწყდება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის - დაკავებების შესახებ - საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა. ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და "ქრისტიან კონსერვატიული პარტია", წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.