პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

1-alievi-polit-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თბილისის სამიტი 2014“-ის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს, საუბარი შეეხო რეგიონული და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოხატა. პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრისას კონკრეტული პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.