პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მილოცვა ქართველ ხალხს და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს

polit-1-anსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა საქართველოს ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ღია მისალოცი წერილი გამოუგზავნა 9 მაისის დღესასწაულთან - დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე დიადი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.

“ძვირფასო ვეტერანებო! პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო!

სულით და გულით გილოცავთ დიადი გამარჯვების 69 წლისთავს! ჩვენი მამებისა და პაპების უკვდავი გმირობა, რომლებმაც სასტიკ, სისხლისმღვრელ ომში დაიცვეს მშობლიური მიწა და მშვიდობა მომავალი თაობებისთვის - გმირული, ურყევი ფურცელია რუსეთის და საქართველოს საერთო ისტორიაში.

დღეს კულტურული და სულიერი სიახლოვის მრავალსაუკუნოვანი კავშირები, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციები - ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენ გულწრფელად მივისწრაფვით იმისკენ, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირი ნაყოფიერად ვითარდებოდეს, მდიდრდებოდეს ახალი საქმეებით, იდეებით, გეგმებით.

ამ საზეიმო დღეს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს, მშვიდობას და აყვავებას -  საქართველოს ყველა მოქალაქეს.

მოსკოვი, კრემლი
2014 წლის 7 მაისი”

polit-1-an-qvem