აქტუალური
„რუსთავი 2“ დაანონსებულ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს

Canawerebi-akt-2საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების ფარული ჩანაწერები გავიდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისა და თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას, უსუფაშვილისა და გიგი უგულავას, შალვა ოგბაიძისა და ბიზნესმენ ბესო გაბუნიას საუბრები მოხვდა.

"ანონიმურმა წყარომ 2013 წელს გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები მოგვაწოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და სხვა პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ. ჩვენ მხოლოდ მტკიცებულებების სახით ამ საუბრების რამდენიმე მცირე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, რათა ნათელი გახდეს, რომ მოსმენების პრობლემა ახლაც მასშტაბურია", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ.