აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
posle-aqtual-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. გაფართოებულ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა,რომ ივნისში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრას დაესწრნენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენია, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო საკითხებში პედრო სერანო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წევრი შარლოტ სამელინი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წევრი ლუუკლ ვან მიდელაარი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპიკერი პრებენ აამანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი ტობიას ტაიბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.