პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრეზიდენტების ოლანდისა და რომპეის გაცილების შემდეგ, სადილზე თითო ჭიქა ღვინო დალიეს და იმსჯელეს - ვინ მოაწერს ხელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას

imsjeles-polit-2-analit-2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი გააცილეს, გადაწყვიტეს, ცოტა მოდუნებულიყვნენ და რესტორან “პურის სახლში” ესადილათ. სავარაუდოდ, ქართული წითელი ღვინის წრუპვსას ისინი შეთანხმდნენ - რომელი მათგანი მოაწერს ხელს 2014 წლის 27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ამ საბაბით ნაცოპოზიციამ უკვე ატეხა განგაში, მაგალითად, გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დოკუმენტზე ხელმოწერა არალეგიტიმურად გამოაცხადონ, ხოლო ხელშეკრულება - ბათილად. ბარამიძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ბათილად ცნობის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტი გახდეს, რომ მას ხელს არა პრეზიდენტი, არამედ პრმიერი მოაწერს.

"კონსტიტუციის დარღვევა ხდება, უკეთეს შემთხვევაში, უვიცობის ან შიდა ინტრიგებისა და დაპირისპირების გამო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შესაძლოა (შეიძლება ივანიშვილი ამას ამიტომაც აკეთებს), რაღაც დროის შემდეგ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არალეგიტიმურად გამოაცხადონ, ხოლო ხელშეკრულება - ბათილად!", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.