პოლიტიკა
„ეს თანხა მიმართულია საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე“ - ღარიბაშვილმა ევროკავშირს „მეტი-მეტისთვის“ პრინციპის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა

polit-3-pomoShსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. მივიღეთ დასტური, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს 27 ივნისს მოაწერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაჩქარდეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზეც.

თავის მხრივ, ჰერმან ვან რომპიმ ყურადღება გაამახვილა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის საბოლოო ეტაპი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობში.

„ბატონო პრემიერო, მინდა გულთბილად გიმასპინძლოთ ბრიუსელში, როდესაც შევხვდებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. ჩვენ სრულად ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ საერთო მომავალი გვექნება. მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს“, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.