აქტუალური
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს და პოლონეთის ექსპრეზიდენტ კვასნევსკის უკრაინის გაზის კომპანიაში მაღალი თანამდებობები უკავიათ!

Son-aqtual-3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უმცროსი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 18 აპრილს შევიდა უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირის კუთვნილი გაზის კომპანია Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოში, - იუწყება BuzzFeed (აშშ). ამავე საბჭოში შევიდა საკვანძო ევროპელი შუამავალი და კიევთან მომლაპარაკებელი, რომელსაც ადრე პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ეს იწვევს შეკითხვებს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ ჯო ბაიდენისთვის, რომელიც თეთრი სახლის სახელით იანუკოვიჩის მთავარი პარტნიორი იყო მოლაპარაკებებში, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის მცდელობებს, უკრაინა რუსული გაზისთვის ჩამოეშორებინათ.

“Burisma-ს, როგორც გაზმომპოვებელი დარგის ნოვატორის და ლიდერის ნამსახურობის სია ნიშნავს, რომ მას შეუძლია უკრაინაში ძლიერი ეკონომიკის შექმნის მძლავრი მამოძრავებელი ძალა გახდეს, - აღნიშნა ჰანტერ ბაიდენმა განცხადებაში კომპანიის საიტზე. - როგორც დირექტორთა საბჭოს ახალ წევრს, მიმაჩნია, რომ ჩემმა დახმარებამ გამჭვირვალობის, კორპორაციული მართვის და საერთაშორისო განვითარების საკითხებში შესაძლოა უკრაინის ეკონომიკას და ხალხს სარგებლობა მოუტანოს”.

Burisma-ს ვებ-გვერდზე დირექტორთა სიაში ფიგურირებს აგრეთვე ადამიანი, სახელად ალექსანდრ კვასნევსკი, რომელიც საბჭოს შემადგენლობაში 2 იანვარს შევიდა. ასე ჰქვია პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას 1995-დან 2005 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. კვასნევსკი საკვანძო ფიგურა იყო ევროკავშირის მცდელობებში, უკრაინა ბრიუსელთან დაეახლოვებინათ იანუკოვიჩის მმართველობის დროს. ის, ევროპარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან პეტ კოქსთან ერთად, 27-ჯერ ჩავიდა კიევში, უშედეგოდ ცდილობდა რა, იანუკოვიჩის მეტოქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლებისთვის მიეღწია.