საზოგადოება
საქინფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ) გაუქმდა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდა, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც დაადასტურა. მისი თქმით, უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროგრამაში მოჰყვა.
ბოლო დღეებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებასაც გეგმავს, კერძოდ, იგეგმება თბილისის სამხატვრო აკადემიის, თეატრალური ინსტიტუტისა და კონსერვატორიის მატერიალური ბაზების გაერთიანება, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-სთან შეერთება.