საზოგადოება
დღეს, საღამოს, თბილისში საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან.
ღონისძიებაზე სახალხო დამცველი წარმოადგენს მოხსენებას, რომელიც 2010 წლის განმავლობაში ტოლერანტობის სფეროში საქართველოში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს მიმოიხილავს. საღამოს დაჯილდოების ცერემონია დაასრულებს. სახალხო დამცველი ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ გამარჯვებულებს დაასახელებს.