პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: "ეს წელი გამოვაცხადეთ ადგილობრივი წარმოების წლად და მთელი ჩვენი ყურადღება გადასულია ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე!“

God-polit-2საქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მეწარმეებს საინტერესო პირობებს სთავაზობს.

"ეს წელი გამოვაცხადეთ ადგილობრივი წარმოების წლად და მთელი ჩვენი ყურადღება გადასულია ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ეს არის ძალიან ოპტიმისტური, რეალისტური და საინტერესო პროექტი. ჩვენ ბიზნესს შეღავათიან პირობებს ვთავაზობთ და მეწარმეს სესხზე გადასახდელი ექნება გარკვეულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პროცენტი. მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს - ახლა არის დრო, რომ ერთად ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. მე ძალიან მჯერა ამ პროექტის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე განმარტება გააკეთა საკუთარ ინიციატივაზე საჯარო მოხელეების პრემიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის დარეგულირება საჯარო სამსახურის ბიუროს კარგა ხანია დაავალა."უნდა მოხდეს პრემიების სისტემის დარეგულირება, რომ აღარ იყოს გაურკვევლობა და მოქალაქეებს აღარ გაუჩნდეთ განცდა, რომ რომელიმე უწყებაში არის გაუმჭვირვალე სისტემა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.