პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ყველა თაობა საქართველოსთვის’’ განცხადება: “ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა ნეგატიურ კონტექსტში ხსენება!”

1yvela-taoba-polit-3საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი.
ტელეკომპანია ‘’მაესტროზე’’  ვახო სანაიას გადაცემა ‘’რეპორტაჟში’’ მაყურებლისათვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა თემები, კერძოდ, ‘’ქართული ოცნების’’ დაპირებები, სამართლიანობა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკა და სხვა, ამ საკითხებთან ერთად გადაცემაში ასევე განიხილეს ე.წ. ნეპოტიზმის ფაქტებიც.
ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვახო სანაია შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” რუპორებს. ის არამარტო, ტენდენციური იყო გადაცემაში გაკეთებული შეფასებებით, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობდა. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, ვინაიდან  თ. თამაზაშვილი  სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური ნიშნით, რის შემდგომაც მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხილებული პირების მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.
ასევე, ვახო სანაიას ვურჩევთ, რომ ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას კარგად შეისწავლოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ სფეროში  გადადგმული ნაბიჯები. სანაია თავის გადაცემაში მსჯელობს ვარაუდებით, ხოლო შეფასებით ნაწილში ის მაყურებელს სთავაზობს ფაქტებს მტკიცებულებით ფორმაში, გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდებით კი იგი ცდილობს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რაც   წინასაარჩევნოდ ელექტორატში ნიჰილისტური განწყობის შექმნას ემსახურება.
ამას გარდა, ვახო სანაიას წინა ხელისუფლებისადმი ერთგულებაზე მიუთითებს ჯერ კიდევ  2012 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დროს მისი საავტორო გადაცემა- “სპეციალურ რეპორტაჟის” ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ეძღვნებოდა იმდროინდელი პატიმრის (ხოლო შემდგომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული) გია სალუქვაძის ოჯახის მიერ თამარ მეფის კუთვნილი ჯვრის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. სანაიამ  პატიმრის ოჯახის წევრებს  აუკრძალა მისი პატიმრობაში ყოფნის ხსენება.  როგორც ჩანს, მსგავსი ფაქტის ხსენებით იგი იმდროინდელი  ხელისუფლების  განაწყენებას მოერიდა .
მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა საზოგადოებისათვის მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისათვის, რასაც იგი ამ ბოლო პერიოდში გამუდმებით ეწევა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ მედია გაათავისუფლა ყოველგვარი ზეწოლისაგან, რაც სრულიადაც არ  გულისხმობს მიკერძოებული და სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებას.  ტელეკომპანია “მაესტრო”, სავარაუდოდ, ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებთან ინტენსიურ თანამშრომლობას ამჯობინებს .