პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: “რუსეთის და ირანის თანამშრომლობა ნებისმიერ პირობებში გაგრძელდება. რუსეთსა და ირანს კასპიის რეგიონში ვითარებაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ”

1SotrudniCestvo-polit-2-anaსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამიტის “თათბირები აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის ღონისძიებების შესახებ” ფარგლებში ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა. “იქიდან გამოვდივარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მუშაობის გაგრძელებას, საერთაშორისო ურთიერთობებში და ირანის გარშემო ყოველგვარი ტურბულენტობის მიუხედავად”, - განაცხადა პუტინმა სამშაბათს.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი არა მხოლოდ მეზობლებად, არამედ ძველ საიმედო პარტნიორებად რჩებიან. “ჩვენ უკვე განვახორციელეთ რიგი პროექტები, სხვა შესაძლებლობებიც გვაქვს”, - ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა. მან დასძინა, რომ რუსეთს და ირანს კასპიის რეგიონში ვითარებაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. “ჩვენ დიდი დღის წესრიგი გვაქვს, და მე ძალიან მახარებს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, როუჰანიმ აღნიშნა, რომ ბიშკეკში პუტინთან მისი ბოლო შეხვედრის მომენტიდან (2013 წლის სექტემბერში) მათ რეგიონში ცვლილებები მოხდა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობამ ბოლო თვეებში ამ რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე შეამცირა.

როუჰანიმ დააფიქსირა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო ხანებში კიდევ უფრო თბილი და ნდობით აღსავსე გახდა. ირანის პრეზიდენტმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ რუსეთს უყურებს არა მხოლოდ როგორც მეზობელს, რამედ როგორც პარტნიორს, რომელთან ერთადაც შესაძლებელია კასპიის რეგიონი უფრო მშვიდი და სტაბილური გახადონ. “ჩვენ ყველა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე ვართ განწყობილი”, - დაამოწმა ირანის პრეზიდენტმა.