პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: „ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი მშენებლობა უახლოესი 4 წლის მანძილზე. ეს არის გარანტირებული მიწოდება 50 წლის განმავლობაში. ინვესტიციების საერთო მოცულობა რუსეთის მხრიდან - 55 მილიარდი დოლარი, ჩინეთის მხრიდან - 20 მილიარდი დოლარი

1Investiciis-pol-3-an3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 21 მაისს, რუსეთმა და ჩინეთმა 30-წლიანი კონტრაქტი დადეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 400 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ რუსი ჟურნალისტების პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„ ... ეს ძალზე დიდი მოვლენაა ჩინეთის სახალხო რესბლიკასა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობაში... ეს - 51 დოკუმენტია, ფულად ეკვივალენტში - ათობით და ათობით მილიარდი დოლარი, თანაც წარმოების სხვადასხვა დარგში.

რაც შეეხება კონტრაქტს, ეს ყველაზე დიდი კონტრაქტია ყოფილი სსრკ-ს და რუსეთის ფედერაციის გაზის სფეროს ისტორიაში.

...ამ პროექტის რეალიზაციის პროცესში ეს იქნება ყველაზე დიდი მშენებლობა მსოფლიოში უახლოესი 4 წლის მანძილზე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. დადასტურებული ამოსაღები რესურსების ერთობლივი მოცულობაა - სამი ტრილიონი კუბური მეტრი აირი, სინამდვილეში იქ უფრო მეტიცაა. ეს არის გარანტირებული მიწოდება ასე, 50 წლის განმავლობაში როგორც საგარეო, ისე შიდა  ბაზარზე... ინვესტიციების საერთო მოცულობა მარტო რუსეთის მხრიდან დაახლოებით 55 მილიარდი დოლარია. პლუს, ახლა ჩვენთვის ზუსტად გათვლა ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, სულ ცოტა, 20 მილიარდი ჩინეთის მსრიდან.

ეს არ არის მხოლოდ გაზის მოპოვება, ეს არის გაზოქიმიაც, ჰელიუმის ქარხანაც, ეს არის ახალი საწარმოები, ახალი ინფრასტრუქტურა, ათასობით სამუშაო ადგილი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ათასობით თანამედროვე, მაღალ-ტექნოლოგიური სამუშაო ადგილი და მოპოვებისა და ტრანსპორტირების ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარება.

... ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ჩინელ პარტნიორებთან ერთად დავიწყოთ მომდევნო პროექტი, კერძოდ, მიწოდების დასავლეთის მარშრუტის დამუშავება, უკვე დასავლეთ ციმბირის რესურსების ბაზიდან.

... ეს შესაძლებლობას მოგვცემს,  რუსეთის გაზის მრეწველობის განვითარების თაობაზე ჩვენი გეგმები განვახორციელოთ მოპოვების აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების დაკავშირების, შესაბამისი ინფრასტრუქტურების დაკავშირების მეშვეობით, და აუცილებლობის შემთხვევაში დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით მიწოდებების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ“.