პოლიტიკა
“თითქოს, თავდაცვის მინისტრი თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს…” - რუსეთი აფრთხილებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგების თაობაზე

1Kazalos-pol-1-an1საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ს აგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ესმოდეს და თვალი ადევნოს იმ შედეგებს, რომლებთანაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიიყვანს.

ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ხალხის უფლებას, განსაზღვროს თავისი გზა, ამა თუ იმ საერთაშორისო ფორმატთან შეერთების პერსპექტივები, განსაკუთრებით ამა თუ იმ ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობის  სპეციალური შეთანხმებით გაფორმების თვალსაზრისით”, - თქვა მან.

ამავე დროს, ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია გაგება და თვალის დევნება იმ შედეგებისთვის, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. ეს ეხება ორმხრივ ურთიერთობას და ფინანსურეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც იძულებული ვიქნებით შევიმუშაოთ ამ ფაქტორისევროკავშირთან შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების გათვალისწინებით”, -  დასძინა დიპლომატმა.

ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, აგრეთვე, რომ მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით... "ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატოში გაწევრებისკენ ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ალასანიას გამონათქვამებმა, რომლებიც მან ვაშინგტონში გააკეთა, საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებისკენ მოწოდებით. თითქოს, ის უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემებითბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ გარდაუვალად გვიჩნდება შეკითხვები - რას გულისხმობენ და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", – აღნიშნეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წყარო: Panorama.am