პოლიტიკა
ჟოზე მანუელ ბაროზუ: “საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, ეს შეუძლებელია”

1ne-mozhet-pol-2-an2საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ოთხშაბათს ბრიუსელში გამართული ერთობლივი სხდომის შემდეგ ჩატარდა, განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში შესვლას ვერ შეძლებს:

“საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ევროკავშირს მივუახლოვოთ, მის ახალგაზრდობას ევროპელებთან უფრო ფართო კონტაქტების შესაძლებლობა მივცეთ. ამაზეა მიმართული ასოციარების შეთანხმება”

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკვე “ივნისში ეწვევა საქართველოს, სადაც ხელი მოეწერება ასოცირების შეთანხმებას” “ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში რეფორმების პროცესის აქტიურ მხარდაჭერას და ამ ქვეყნისთვის დახმარების ერთ-ერთი ძირითადი დონორი იქნება”, - ხაზი გაუსვა ევროკომისიის პრეხიდენტმა.

ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს აგრეთვე შეთანხმებას 19 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების შესახებ. ბაროზუმ ისიც აღნიშნა, რომ შარშან ევროკავშირმა საქართველოს დაახლოებით 150 მლნ ევრო დახმარება გამოუყო, წელს კი ევროკომისიამ უკვე გადასცა საქართველოს და მოლდოვას 30 მლნ ევროს ოდენობით დახმარება ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციისათვის.