პოლიტიკა
ნატოს შემდეგ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე უთხრეს უარი - ევროპული ოცნების დასასრული და რუსეთისკენ შემობრუნება?

1posle-nato-pol-3-an-3საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თბილისის ათწლიან მცდელობას, ევროკავშირს მიტმასნოდა, ფაქტობრივად, ხაზი გადაესვა. ბრიუსელმა ღიად პირველად აღიარა, რომ ამ მზიური რესპუბლიკის ევროკავშირში მიღება შეუძლებელია. სანაცვლოდ ქართველებს მხოლოდ ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა შესთავაზეს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლა საქართველოს ხალხს ისტორიაში საკუთარი ადგილის ხელახლა გააზრება და რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

ოთხშაბათს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა საქართველოს დელეგაცია მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. და თუმცა სტუმრებმა საბოლოოდ დამატებით 19 მლნ ევრო მიიღეს “რეფორმებისთვის”, ყველაფერს უღრუბლოდ არ ჩაუვლია.

“საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, ეს შეუძლებელია, - აღიარა ბაროზუმ, - მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ევროკავშირს მივუახლოვოთ, მის ახალგაზრდობას ევროპელებთან უფრო ფართო კონტაქტების შესაძლებლობა მივცეთ. ამაზეა მიმართული ასოცირების შესახებ შეთანხმება”.

როგორც გაზეთ “ვზგლიადს” სოციალურ-პოლიტიკური კვლევის ცენტრ “ასპექტის” დირექტორმა გიორგი ფიოდოროვმა განუცხადა, ბაროზუს ეს უარი უზარმაზარი პოლიტიკური დარტყმა იყო ქართველებისთვის, რომლებიც ევროკავშირზე ოცნებობდნენ. “მახსოვს, სააკაშვილი ევროპული კავშირის დროშის ფონზე პოზირებდა კიდეც და თავის მოქალაქეებს ატყუებდა - ევროპას ძალიან ვჭირდებით, ამიტომ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრებიო. ის, რაც ბრიუსელში მოხდა, კარგი გამოფხიზლება იყო საქართველოსთვის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ ევროპას ის არასოდეს სჭირდებოდა და არც დასჭირდება, ისევე, როგორც უკრაინა”, - თქვა ფიოდოროვმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს ხალხს ისტორიაში საკუთარი ადგილის ხელახლა გააზრება და რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, რადგან ევროკავშირს ახალი წევრების გარეშეც უამრავი პრობლემა აქვს.

ფიოდოროვის აზრს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ჟარიხინიც ეთანხმება: “ევროკავშირში საქართველოს ადგილი არასოდეს ყოფილა. ის, რომ ევროკავშირმა ისინი უკან გამოაბრუნა - ფაქტის კონსტატაციაა. ევროკავშირს არასდროს უთქვამს, რომ საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში ადგილი არის. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საწყენია, მაგრამ მათ მხოლოდ ასოციაციას დაჰპირდნენ და არა ევროკავშირის წევრობას. ამიტომ გასაკვირი არაფერია, ყველაფერი დინებას მიჰყვება”, - განუმარტა ექსპერტმა გაზეთ “ვზგლიადს”.

საინტერესოა, რომ ქართული ელიტა ნატოსაც და ევროკავშირსაც განიხილავს, როგორც “ქოლგას რუსეთისგან თავის დასაცავად”. და საგულისხმოა - ბაროზუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნა თბილისის მიერ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ლიდერმა მას პირადად მისცა ამისი  გარანტია. თავის მხრივ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ დაამოწმა, რომ შეთანხმება “რუსეთზე და მის სავაჭრო ინტერესებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს”.