საზოგადოება
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. სოხუმში 27 მაისს პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახალხო მსვლელობა დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას sazogadeoba.ge ავრცელებს.
ამავე წერილში ნათქვამია, რომ "ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლისთვის შეურიგებელი მებრძოლის ხატი, საქმეში სიცრუე აღმოჩნდა“.
ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების სხვა განშტოებების , მათ შორის პარლამენტის საქმიანობაში, ფაქტიურად შექმნილია ავტორიტარული სისტემა. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად და მათი უკანონო მასიური პასპორტიზაციისთვის. ეს არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ საფრთხეს რუსეთისთვისაც წარმოადგენს,"- ნათქვამია მიმართვაში.