პოლიტიკა
პუტინი: “შენ ბრაზობ, ესე იგი, მტყუანი ხარ. გადაეცით ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსაც და პრინც ჩარლზსაც”

1SerdiSsya-polit-1საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ პრინცი ჩარლზი არამეფურად მოიქცა, თუ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მოქმედება ჰიტლერს შეადარა.

“ასეთ შემთხვევებში ერთი კარგი გამონათქვამი მახსენდება - შენ ბრაზობ, ესე იგი, მტყუანი ხარ. გადაეცით ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსაც და პრინც ჩარლზსაც”, - მიმართა პუტინმა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს, - იუწყება “იტარ ტასი”.

დიდ ბრიტანეთში კი დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟის, მემკვიდრე პრინცი ჩარლზის მისამართით ტახტზე უარის თქმის მოთხოვნები გაისმა, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის შესახებ მისი გამონათქვამების შემდეგ.

ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები, მათ შორის - უფროსი დეპუტატები ოპოზიციური დეიბორისტული პარტიიდან, მიიჩნევენ, რომ უელსის პრინცმა უარი უნდა თქვას გვირგვინზე უფლებებზე და თავისი კანდიდატურა არჩევნებზე წამოაყენოს, თუკი რაიმე პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმა სურს. ტრადიციის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრისთვის ეს დაუშვებელია.