პოლიტიკა
„საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა”

1-Pozicia-polit-3საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, მაგრამ ამ შეთანხმების სტრატეგიული და მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამის რაიმე გართულებას, გამწვავებას ან, ასე ვთქვათ, გამოდავებას და მსგავსი საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ აპირებს.

კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, როგორც მოგახსენეთ, არ გამართულა“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.