საზოგადოება
11 თვის ბავშვი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს

damwvrobis-centri11 თვის ბავშვს სხეულის 25-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. პატარას ადუღებული წყალი გადაესხა.
ჩვილი კატასტროფის ბრიგადამ გვიან ღამით ბათუმიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა. ექიმების განცხადებით, ზაზა ვერძაძეს სხეულის დამწვრობითი შოკი აქვს მიღებული. ამ დროისთვის მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.