პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოშვების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო და ქართველ სტუდენტებს შეხვდა
1-Mikhail-polit-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ცერემონიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილისა და ვიცე პრეზიდენტის შეხვედრა შედგა. მათ ერთმანეთს უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებები გაუზიარეს. მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე დასასწრებად მიემგზავრება.