საზოგადოება
ახლა უკრაინის თითოეულ მინისტრს თვალს დასავლეთელი კურატორი მიადევნებს, როგორც სააკაშვილის დროს საქართველოში!

1-kurator-obS-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ყოველ სამინისტროში შეიქმნება ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილის ახალი თანამდებობა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა განაცხადა.

როგორც ЛІГАБізнесІнформ-ის კორესპონდენტი გადმოსცემს, იაცენიუკმა აღნიშნა, რომ ყოველ სამინისტროში, მინიმუმ, ევროკავშირის ერთი სპეციალისტი იმუშავებს. “ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფი შევქმენით. თითოეულ სამინისტროში ევროპის კავშირის სპეციალისტი იმუშავებს, რომელიც უკრაინას ევროკავშირთან შეთანხმების შესრულებაში დაეხმარება. აგრეთვე, დღეს გამოქვეყნდება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ყველა სამინისტროში იქმნება ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილის ცალკე თანამდებობა”, - თქვა მან.

“თითოეულ რეფორმას, რომელიც სჭირდება უკრაინას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს პასუხობს, სამინისტროები შეასრულებენ, და ეს პირველი რიგის ამოცანაა”, - დასძინა იაცენიუკმა.

მორჩა, ეს უკრაინის დამოუკიდებლობის დასასრულია, ის, უბრალოდ, მარიონეტად და მესამე სამყაროს ქვეყნად გადაიქცა. ეს გინდოდათ, მაიდნის აკტივისტებო, ამას მიეცით ხმა 25 მაისს?