პოლიტიკა
“Roshen”-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ხელმძღვანელობას სთხოვს, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მეორე ნაწილის ხელმოწერა განუსაზღვრელი ვადით გადადოს. მაშ, რისთვის ხოცავდით ხალხს და დაშალეთ ქვეყანა, ბატონო ფაშისტებო?!

1-roSen-pol-1საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ახლად არჩეულმა “პეზიდენტმა” - შოკოლადის ოლიგარქმა პეტრე პოროშენკომ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუს და ევროპული კავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის მიმართა თხოვნით - უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მეორე ნაწილის (ეკონომიკური ბლოკის) ხელმოწერა 27 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით გადადონ, დაასაბუთა რა ეს ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის აუცილებლობით (მანამდე პოროშენკო ინიციატივით გამოვიდა, ასოციაციის შეთანხმებისთვის ხელი ინაუგურაციის ჩატარებისთანავე მოეწერათ).

პოროშენკოს მოტივაცია ის არის, რომ “შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინულ საქონელზე შეზღუდვების დაწესების ეშინია, რაც უკრაინაში სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას გაართულებს”.

(მკითხველს შევახსენებთ, რომ 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების სრული მოცულობით ხელმოწერას საქართველო აპირებს)

კომენტარები აქ ზედმეტია, როგორც ჩანს, 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელმა, პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, რეალურად შეხედა საქმის ვითარებას და დაინახა უფსკრული, რომელშიც მან და მისმა თანამოსაგრეებმა ოდესღაც უზარმაზარი და აყვავებული ქვეყანა გადაჩეხეს.

საქინფორმს სურს ჰკითხოს უკრაინელ ნეოფაშისტებს - მაშ, რა საჭირო იყო ქვეყნის ნაწილებად დაშლა, ყირიმის და სევასტოპოლის დაკარგვა, ათასობით საკუთარი მოქალაქის - მოხუცების, ქალების, ბავშვების დახოცვა და საპრეზიდენტო არჩევნების სისხლის გუბეებში ჩატარება, ბატონო ბანდერელებო?!