საზოგადოება
მსოფლიო სკანდალი - ბარბი კონჩიტას სახით

konCIttaსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. გოგონების ბევრი თაობის საყვარელი თოჯინა ბარბი არაერთხელ წარმოუდგენიათ ლეგენდარული ვარსკვლავების სახით. არსებობს ოდრის, შერის, კეიტ მიდლტონის სახიანი ბარბი. 
რატომაც არა ბარბი-კონჩიტა ვურსტი? “ევროვიზიაზე'' გამარჯვების შემდეგ წვერიანი ქალბატონი, რომლის ნამდვილი სახელი ტომ ნოივირტია, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ის კანის კინოფესტივალის ვარსკვლავიც კი გახდა. გამომცემლობა ''შანჰაი მეგეზინმა“ ორიგინალური იდეა მიაწოდა ბარბების მწარმოებელ კომპანია ''მატელს'' - ბარბი კონჩიტას სახით გამოუშვას. გამომცემლობამ ფოტოებიც გამოაქვეყნა, როგორი იქნება კონჩიტა-ბარბი. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა - სჭირდებათ კი ბავშვებს ასეთი თოჯინები, თუნდაც ვითომდა ტოლერანტობის ლოზუნგით? 
''მატელს'' ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს იდეა აიტაცოს კიდეც.

http://www.etanews.ge/top-news/4736-msoflio-skandali-barbi-konchitas-sakhith.html