საზოგადოება
კახა კალაძე: “ღარიბაშვილმა მექანიკური შეცდომა დაუშვა”

meqanikuriსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე პრემიერის განცხადებას, რომ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, მექანიკურ შეცდომას უწოდებს.

როგორც კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა, მესამე სექტორთან  შეხვედრის ერთ-ერთი თემა პრემიერის მიერ გურიაში გაკეთებული განცხადება იყო.

„თუ თავიდან ბოლომდე ვნახავთ პრემიერის სიტყვას, მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება და ეს ნორმალურია. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ მათ ყველგან გაიმარჯვონ. ჩვენც გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ ის, რომ „სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას  არ დავუშვებთ“, ვფიქრობ,  პრემიერის მექანიკური შეცდომა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.