პოლიტიკა
საქართველო-NATO: სპეციალური ოპერაციების სასწავლო კურსს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები მართავენ

seminari-pol-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ სტრატეგიული დონის სემინარი დაიწყო. ტრენინგის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრო.

ტრენინგი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში სპეციალური ოპერაციების ძალების ფუნქცია-მოვალეობებისა და როლის განსაზღვრას ისახავს მიზნად. ოთხი დღის განმავლობაში, სემინარის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა ნატოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ამოცანები, სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების გამოყენების კონცეფცია.

სემინარის პირველი დღე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებსა და ბაზაზე სტუმრობას დაეთმო.