საზოგადოება
საქართველო-NATO: გენერალი ჯეიმს ბათერვორთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მონაწილეობაზე

baterwort-saz-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ის ჯორჯიის შტატის  ეროვნული გვარდიის დელეგაცია გენერალ  ჯეიმს ბათერვორთის ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც უკვე ოცი წელია მოქმედებს. მიხეილ დარჩიაშვილი სტუმრებს   საქართველოს  საგარეო პრიორიტეტებსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ესაუბა. ყურადღება გამახვილდა, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და  გლობალური უსაფრთხოების საქმეში  საქართველოს  მონაწილეობაზე.

გენერალი ჯეიმს ბათერვორთი თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც  ესტუმრება.

დღეს თავდაცვის სამინისტროში გენერალი ჯეიმს ბათერვორთი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილთან და  აშშ-ის ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან ერთად,  საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის თანამშრომლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, პარტნიორობის სიმბოლურ  დოკუმენტს მოაწერს ხელს.