საზოგადოება
საქართველო-NATO: რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში, სიმულაციის ფარგლებში, ბიოლოგიურ ინციდენტებზე პირველადი რეაგირების პროცედურები განხორციელდა

lugar-saz-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. გაცნობითი სახის ვიზიტი „CBRN-ის მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ქართულ-ამერიკულმა ლაბორატორიამ  მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, დელეგატებსა და სტუმრებს უმასპინძლა. მათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაათვალიერეს და ლაბორატორიის საქმიანობის, საშიშ პათოგენებთან მოპყრობის წესებისა და ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

სენატორ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სიმულაციის  ფარგლებში ბიოლოგიურ ინციდენტებზე პირველადი რეაგირების პროცედურები განხორციელდა.