ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი: „ევროპამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც მოკავშირედ აშშ აირჩია. ადრე თუ გვიან ამერიკა ზურგში დაარტყამს”
საქართველო, 5 ივნისი,
საქინფორმი. ევროპულმა ქვეყნებმა სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს, როცა მოკავშირედ აშშ აირჩიეს, და უნდა ესმოდეთ, რომ „ადრე თუ გვიან ამერიკა ზურგში დაარტყამს“ - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა
აიათოლა ალი ჰამენეიმ თანამედროვე ირანის სიმბოლოს, 1979 წლის ისლამის რევოლუციის ლიდერის
აიათოლა რუჰოლი მუსავი ჰომეინის გარდაცვალების 25-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ევროპის ქვეყნებს ახლა აშშ-სთან ერთობლივი ინტერესები აქვთ, მაგრამ ისინი უნდა ელოდონ დღეს, როდესაც ამერიკა ზურგიდან დაარტყამს. ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა მოკავშირედ ვაშინგტონი აირჩია და მის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა მან.
მან ასევე მოუწოდა თანამემამულეებს, არ შეეშინდეთ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესიისა. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ვერ გაბედავს პირდაპირ სამხედრო აგრესიას იმ დანაკლისის შემდეგ, რომელიც მან ერაყსა და ავღანეთში განიცადა“, - აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.