უცხოეთი
საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის მთავრობა მზადაა, ლტოლვილები მიიღოს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან. როგორც როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი იუწყება, ლტოლვილების დახმარების საკითხი გუბერნატორ ვასილი გოლუბევისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულ პავლე ასტახოვის შეხვედრაზე განიხილებოდა. ასტახოვის თქმით, გასულ დღე-ღამეში როსტოვის ოლქში უკრაინის 7000-ზე მეტი მოქალაქე ჩავიდა და მათი რიცხვი იზრდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელ ვლადიმერ მარკინის განცხადებით, შუამდგომლობა ლტოლვილად ცნობის შესახებ უკრაინის 4000 -მდე მოქალაქემ დააყენა, რომელთა შორის 500 ბავშვია.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ „ბოლო ხანს ლტოლვილების რიცხვი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინიდან რამდენადმე გაიზარდა და ამასთან დაკავშირებით მიიღება ღონისძიებები მათი ბავშვთა ბანაკებსა და პროფილაქტორიუმებში განთავსებასთან დაკავშირებით, როგორც როსტოვის ოლქში, ასევე სხვა მომიჯნავე ოლქებში“ .