პოლიტიკა
ღარიბაშვილი: "ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის დატერორება და ადამიანების გატაცება!"

polit-2-uvideliსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რომან შამათავასთვის ბრალის დამძიმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საქმეში ბრალდებულ პირებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობაში ედებათ ბრალი.

“ეს ძალიან სამწუხაროა, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დავიწყეთ. საუბედუროდ, ასეთი საქმე ბევრია, რომლებსაც ჩვენ გავხსნით და ბოლომდე მივიყვანთ. აღმაშფოთებელია, რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა. ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარ მოქალაქეებს კლავდნენ. მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.