პოლიტიკა
ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა! - საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile Spirit 2014“ დაიწყო

polit-2-duxovoiსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ვაზიანში, IV მექანიზებული  ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი  ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ერთობლივ წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე და IV მექანიზებული ბრიგადის 42- ბატალიონი მონაწილეობს. სწავლება საშტაბო და საველე წვრთნებს მოიცავს. საშტაბო ნაწილში ამერიკელ სამხედროებთან ერთად IV მექანიზებული ბრიგადის შტაბია ჩართული. მეორე ნაწილი კი მთლიანად საველე წვრთნებს ეთმობა.

სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2014”-ის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს შეასრულებენ: ჩხრეკა-კონტროლი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა, რაიონის გაწმენდა ამბოხებულებისგან, პატრულირება, საცეცხლე მომზადება და ა.შ.

სამხედრო სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების  აქტიური ფაზა 19 ივნისს დასრულდება.