პოლიტიკა
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ ემიჯნება და გმობს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს

polit-3-Izbiratelniსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“, როგორც ქვეყნის მმართველი ძალა,  დაინტერესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მშვიდ,  დემოკრატიულ გარემოში ჩატარებით.

კოალიციამ გამოიჩინა კეთილი ნება და გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება პარ­ტი­ული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხ­ვე­ვაში საარჩევნო პრო­ცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის და­ტოვების შე­სახებ.

ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერებშეიჭრნენ მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში და მასზე ზეწოლა მოახდინეს.

სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს გამწვავებას, რასაც, დარწმუნებულები ვართ, შესაბამისი უწყებები არ დაუშვებენ და ყოველ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან და მოახდენენ სათანადო რეაგირებას.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას.