საზოგადოება
მონაცემების განზოგადებისა და ვიზუალური და ფოტოდაკვირვებების შედეგების შეჯერების შედეგად, შესაბამისმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების თაობაზე

1-ganaaxla-saz-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი, დილის 7 საათიდან შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა. დევდორაკის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გართულება და გათვალისწინებული იქნეს ნებისმიერი მინიმალური რისკი.