პოლიტიკა
საქართველო - აშშ-ის კოლონიაა! აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ივნისი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების სიამაყის თვედ გამოცხადდა - აი, რატომ მიიღო საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი!

1-manifest-pol-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მანიფესტი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

“...ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების სიამაყის თვის განმავლობაში ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვებებს, რომლებიც თავისუფლებას და სამართლიანობას ამკვიდრებს, და ჩვენ დარჩენილი სამუშაოს დასრულებას ვუბრუნდებით.

...ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემი ადმინისტრაცია ავრცელებს ოჯახურ და ცოლქმრულ შეღავათებს და შემწეობებს - იმიგრაციული შეღავათებით დაწყებული, ოფიციალურად რეგისტრირებულ ერთსქესიან წყვილებზე სამხედრო ოჯახურ გარანტიებამდე და კომპენსაციებამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ამაყად უდგას მხარში მათ, ვინც ლგბტ-ს უფლებებისთვის იბრძვის. აქ, ჩვენთან, გავამკაცრეთ კანონები, რომლებიც ამერიკელი ლგბტ-პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ზომები მივიღეთ დაშინების და დევნის თავიდან ასაცილებლად, ავკრძალეთ დისკრიმინაცია სახლებში და საავადმყოფოებში.

...ჩვენი ვალდებულებები - ხელი შევუწყოთ თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - შორს სცდება ჩვენს საზღვრებს. მთელ მსოფლიოში ლგბტ-ს წარმომადგენლები ბევრ ადგილას აწყდებიან დევნას, დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯასაც კი, რასაც სახელმწიფო ორგანოები აღასრულებენ. ეს დაუშვებელია. შეერთებული შტატები თხოვნით მიმართავს ყველა ქვეყანას, შემოგვიერთდნენ ადამიანის უნივერსალური უფლებების - ჩვენი ლგბტ ძმებისა და დების უფლებების დაცვაში.

...ამიტომ დღეს მე, ბარაკ ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შეერთებული შტატების კონსტიტუციით და კანონებით ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ძალით, 2014 წლის ივნისს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების სიამაყის თვედ ვაცხადებ.

მოვუწოდებ შეერთებული შტატების ხალხს, ბოლო მოუღოს ცრურწმენებს და ამოჩემებებს ყველგან, სადაც ისინი ჯერ კიდევ არსებობს, და ამერიკელი ნაციის მრავალფეროვნება იზეიმოს.

რის დასადასტურებლადაც თან ვურთავ ჩემს საკუთარ ხელმოწერას მაისის ოცდამეათე დღეს, ქრისტეს დაბადებიდან ორიათას მეთოთხმეტე და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობიდან ორას ოცდამეთვრამეტე წელს.

BARACK OBAMA”